Tuesday, October 8, 2019

წრის სამუშაო შეხვედრები

რუფოთის საჯარო სკოლაში 2019 2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში I კლასის მოსწავლეებისთვის მუშაობას იწყებს ქართული ენისა ლიტერატურის წრე .
წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ სამშაბათს გაკვეთილების შემდეგ 35 წუთის განმავლობაში.
საწრეო მუშაობის მიზანი
*სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში
*
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება
*
სასკოლო-სოციალურ გარემოში ჩართვა
*
ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება
*
მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენა-გაგება
*
ყურადღების მობილიზება
აქტუალურობა:
ზეპირმეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცოდნის შეძენისა და ენობრივი უნარების განვითარების პროცესში.
წრის მუშაობის შედეგად მოხდება სასკოლო ჩვევების ჩამყალიბება-განვითარება,მოსწავლის აქტივობის სწორი წარმართვა , სწავლის მოტივაციის შექმნა.გამოყენებული იქნება ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები.მუშაობა წარიმართება -ასო ბგერითი მიმართებების მხრივაც.
გამოვლინდება მოსწავლის შემოქმედებით უნარები და მოახდება მის შემდგომი განვითარება. მოსწავლეებს,რომლებსაც მეტ-ნაკლებად აქვთ განვითარებული სამეტყველო უნარები,წაახალისებს და მოტივაციის დონეს გაუზრდის წრის მუშაობაში გამოყენებული საინტერესო და სახალისო აქტივობები.
წრის სამუშაო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
წრის ხელმძღვანელი:ნუნუ მორალიშვილი
რუფოთის საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის ფუნქციონირება დაიწყო მათემატიკის წრემ,პირველის სემესტრის მანძილზე მოსწავლეები საინტეესოდ,თამაშ-თამაშით ეზიარებიან მათემატიკის საკითხებს.პროგრამა იხილეთ აქ:

Sunday, July 6, 2014

პროექტის პორტფოლიო







დღეს  ბოლო დღეა.  დატვირთული  და საინტერესო მუშაობა გვქონდა,მუშაობამ ხალისი და ენერგია შემმატა,ბვერი რამ ახალი ვისწავლე,კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს,რომელიც ყველა კითხვაზე ამომწურავდა გასაგებ პასუხს იძლეოდა დაუზარებლად.

Friday, July 4, 2014

გავარკვიეთ  როგორ  გაუწიოთ  ფალსილიტააცია  კლასს  მოსწავლეზე  ორიენტირებული  სწავლების  პროცესში.  როგორ  გამოვიყენო  ტექნოლოგიები  სასწავლო  პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად.

Wednesday, July 2, 2014

გავეცანი  მოსწავლეთა  ნაშრომის რუბრიკა. ბავშვთა თვითშეფასების  ჩეკლისტი. შეფასების გეგმის კრიტერიუმები